„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ფრენების აკრძალვები ეფექტურია პანდემიის შესაჩერებლად”, – ამის შესახებ ევროპის ტრანსპორტის კომისარი, ადინა ვალეანი აცხადებს.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ 2020 წლის მაისში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ფრენებზე შეზღუდვების შენარჩუნების ნებართვა მისცა, მაგრამ ამ რეკომენდაციის გახანგრძლივებას ევროკომისია აღარ აპირებს, ვინაიდან, ევროკომისია საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად არ მიიჩნევს. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ფრენების დროს ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის სანიტარული ზომები, ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა.
