იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა.
ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი იუწყება, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავიორუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია და მას არ აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. კომპანია ინფორმაციას კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის სრული შედეგების საფუძველზე ავრცელებს.