LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიურ წელს, საქართველომ ტურიზმიდან 84%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო

82
moneytravel

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ისტორიულ მინიმუმმზეა. პანდემიურ წელს, საქართველომ ტურიზმიდან 84%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან 526.5 მლნ დოლარი შემოვიდა.

ამ შემოსავალის უდიდესი ნაწილი, 427.5 მლნ დოლარი 2020 წლის პირველ კვარტალში, „ლოქდაუნის“ გამოცხადებამდე მიღებული შემოსავალია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ ტურიზმიდან 2019 წელს 3.269 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წლის მაჩვენებელი კი ისტორიული მინიმუმია, ვინაიდან, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული თანხები მუდმივ ზრდას აჩვენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g