LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიურ წელს, ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა მიიღო

59
ratings-thumb.jpeg

2020 წელს, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „რუსთავი 2“ -ს 41%, 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს 41 %, 2019 წელს იმედს 40%, „რუსთავი 2“-ს 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79% უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.  ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა 39% ტელეკომპანია „იმედი“, 17% – „რუსთავი 2“, 15% – „მთავარი არხი“, 8% – „ტელეკომპანია პირველი“ 4%- GDS. ტელეკომპანია „ფორმულა“-3%,  „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ტელეკომპანია იმედმა სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. ტელეკომპანია რუსთავი 2-ა“ -12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. ტელეკომპანია მთავარმა არხმა 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.  „ტელეკომპანია პირველმა“  6,2 მილიონი ლარის  სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g