LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანსიონის ბავშვები ამბობენ, რომ სპირიდონმა ფიზიკური ძალადობის შესახებ არ იცოდა, როგორ არ იცოდა არ ვიცი: მიტროპოლიტი ნიკოლოზი

210
მიტროპოლიტი ნიკოლოზი

„თვითონ ეს ბავშვები, რამდენადაც მე მოვისმინე, ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ეს არ იცოდა. რატომ ამბობენ ამას მე არ ვიცი, როგორ არ იცოდა ესეც არ ვიცი. ეს არის გადაცდომა,“ – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას (ფაჩუაშვილი) განაცხადა.

მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ თუ ნინოწმინდის პანსიონში, აღსაზრდელების მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, ეს სერიოზული გადაცდომა და კრიმინალური დანაშაულია. მისივე თქმით, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, სოცმუშაკები თითქმის ერთი კვირაა მუშაობენ და ალბათ, მაქსიმუმ 2-3 დღეში მუშაობას დაასრულებენ და თავიანთ დასკვნას დადებენ. მისი თქმით, ამ დასკვნის შემდეგ, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლის შესახებ საკითხი დადგება.

„თვითონ ეს ბავშვები, რამდენადაც მე მოვისმინე, ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ეს არ იცოდა. რატომ ამბობენ ამას მე არ ვიცი, როგორ არ იცოდა ესეც არ ვიცი. ეს არის გადაცდომა. ვფიქრობ, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, მე ასე მივიჩნევ, ოღონდ ეს ძალიან ძნელია. ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო, აი, არ ვიცი, ლამის წარმოუდგენელია.

"უჭმელი ბევრჯერ ვყოფილვარ, როდესაც სტუმრები საჩუქრებს მოიტანდნენ, არ გვაძლევდნენ და ვტიროდი" - ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარის წერილი

"ძალადობის ფაქტები პანსიონში ნამდვილად ხდებოდა და ამის უარყოფა შეუძლებელია, მაშინ როდესაც ამაზე ამდენი ბავშვი საუბრობს."

თუ ლაპარაკი არის მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. პანსიონში რომ დასჯის მეთოდები  იყო გამოყენებული, მე როგორ შემიძლია ეს ან გამოვრიცხო, ან არ გამოვრიცხო, არ ვიცი ამის შესახებ.

არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო გამოყენებული და გეუბნებით – გამოძიებამ დაადგინოს,“ – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

შევხვდი ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს, მათ დეტალურად ისაუბრეს ფიზიკური დასჯის ფაქტებზე: ნინო ლომჯარია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g