LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ევროკავშირში დაგვიდასტურეს, რომ უკვე აჩქარებულია ბიუროკრატიული პროცესი და ჩვენი განაცხადი გადაგზავნილია დასამუშავებლად

62
BeFunky-collage (4)

დღეს რასაც ვხედავთ და რაც ევროკავშირში დაგვიდასტურეს ეს არის ის, რომ უკვე აჩქარებულია ბიუროკრატიული პროცესი, ჩვენი განაცხადი უკვე გადაგზავნილია დასამუშავებლად და კითხვარის შესავსებად, სხვა დროს ამას სჭირდება თვეები და ახლა ამას დასჭირდება კვირები, რასაც სჭირდება წლები ახლა დასჭირდება თვეები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ევროკავშირი მოწადინებულია, რომ სწრაფად დაამუშაოს საკითხები და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე”

“ახლა ევროკავშირი მუშაობს ე.წ. კითხვარზე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მოცულობის იყოს, ეს კითხვარი გამოიგზავნება საქართველოში, რომ საქართველომ თავად უნდა შეავსოს სხვადასხვა ასპექტით. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს კითხვარი რამდენიმე კვირაში მომზადდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g