LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: გამიკვირდა, რომ პატრიარქის აღსაყდრების წლისთავს ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა

148
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბევრი ადამიანი ე.წ. ელიტიდან თუ ოპოზიციიდან პატრიარქის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს არ გამოეხმაურა, რის გამოც იმედგაცრუებულია.

პაპუაშვილის თქმით, ეს ისტორიული მოვლენაა და ამდენად, გაკვირვებულიც ამის გამოა.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტი: ვულოცავ საქართველოს ილია მეორის აღსაყდრების 45-ე წლის იუბილეს, ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია, ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ

„მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა იყო და მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, საერთოდ არც კი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, ასევე ჩვენს თანამედროვეობაში.

ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ღიად ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს, ყველაფერს რაც ძვირფასი“ – კახა კალაძე

“ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ – ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ ჩვენი ხალხის წინაშე” – პრემიერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g