კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ოცნებამ“ ორბანის კარის იდეოლოგების „ბოდვით” დასაბუთებული იანუკოვიჩის გზა აირჩია“.
გვარამია გავრცელებულ განცხადებებს ამის დეკლარაციას უწოდებს:
„ოცნებამ, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება.
ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.
ps დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ.“ – წერს ნიკა გვარამია.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებებს შეგიძლიათ გაეცნოთ:
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: „ვიმედოვნებთ, 2030 წლამდე ევროკავშირი დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის პირობებს საქართველოს გასაწევრიანებლად“
„ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა“ – „ოცნების“ პოლიტსაბჭო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესებით, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ კარნახით მოქმედებს
„ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს… ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს…“ – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: „ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ჩათრევა არ დაუშვა“
ოცნებამ, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული….
Posted by Nika Gvaramia on Wednesday 8 January 2025