ბრიტანელმა ავტოპაპარაცებმა შეძლეს და მოიპოვეს ინფორმაცია გერმანული ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ის პიკაპის შესახებ, რომლის დებიუტიც წელს, პარიზის ავტოგამოფენაზე მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ამ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს და დამატებით ინფორმაციას საიდუმდლოდ ინახავენ, ცნობილია, რომ ავტომობილი Z ან X კლასის სახელით გამოჩნდება.
გერმანული პიკაპი Nissan-ის პლატფორმაზე NP300-ზე დამზადდება, რომელსაც ამჯამად Navara იყენებს. ამ სტრატეგიის მიხედვით, გერმანელებს უფრო ყურადღების უფრო მეტად მიქცევა და საავტომობილო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი მოდელების დამზადება სურს.
გავრცელებული ჭორების მიხედვით, პიკაპის ინტერიერი GLE და GLE Coupe-ს ფორმულით დამზადდება და მასში 5 ზრდასრული ადამიანი მოთავსდება. რაც შეეხება ძრავს, სავარაუდოა, რომ კაპოტქვეშ 2,3 ლიტრიანი 188 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავი მოთავსდება. თუმცა, დამზადდება ბენზინზე მომუშავე ძრავის ვერსიაც, რომელსაც 255 ცხენის ძალა იქნება. ავტომობილის საორიენტაციო ღირებულება 55-80 ათაში დოლარი იქნება და სერიულ წარმოებაში 2018 წლიდან გამოჩნდება.