LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

100
b787_720x310_0

წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსასვლელად ემზადება. ავიაგადამზიდველი პარიზითბილისიპარიზის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 31 მარტიდან შეუდგება. ფრენები აღიშნულ მარშრუტზე კვირაში ორი სიხშირით, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

შეგახსენებთ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Air France-ს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა, 2019 წლის 25 თებერვალს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე თბილისიდან პარიზისკენ პირდაპირ ავიამიმოსვლას მხოლოდ ქართული ავიაკომპოანია Georgian Airways ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g