პარიზში მდინარე სენას წყლის დონემ უკვე 6 მეტრს გადააჭარბა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ ნახევარი მეტრით მოიმატებს, რადგან საფრანგეთის დედაქალაქში მომდევნო დღეებშიც წვიმაა მოსალოდნელი.
სტიქიის გამო პარიზის ცენტრში ლუვრისა და ორსეის მუზეუმები დაიხურა, არ მუშაობას მეტროსადგურების ნაწილი, დაიკეტა ხიდებიც. საფრანგეთის 26 რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. ევაკუირებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი.