LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირებაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ – კახა კალაძე

49

თბილისის მერია პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განუცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორი იქნება თბილისში პარკირება და დაწესდება თუ არა გადასახადი საათობრივი პარკირებისთვის.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება – ზონალური, საათობრივი თუ ა.შ., ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. ჩვენ ახალს ნამდვილად არაფერს გამოვიგონებთ, გადმოვიტანთ საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, თუ როგორ არის იქ პარკირების სისტემა მოწესრიგებული,“ – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება უქმდება და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები