LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირების ღირებულება დღეში 1000 დოლარი – რომან აბრამოვიჩის ბოინგი დუბაის აეროპორტშია გაჩერებული

81
6c234a08-92af-4fcb-a5f5-4a0ed5088da4

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ათობით კერძო თვითმფრინავია გაჩერებული, რომლებიც რუს მილიარდერებს ეკუთვნის – ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელიც წერს, რომ დუბაის ავიაპარკინგზე გაჩერებულ ხომალდებს შორისაა: რომან აბრამოვიჩის Boeing 787 Dreamliner და „მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქტორ რაშნიკოვის Gulfstream G650ER. გარდა ამისა, ავიაპარკინგზეა Embraer S/A, რომელიც მილიარდერ მიხაილ გუცერიევს ეკუთვნის და Bombardier BD700 Global Express, რომელიც სავარაუდოდ, მილიარდერის, არკადი როტენბერგისაა.

როგორც The Wall Street Journal იუწყება, საერთო ჯამში, მიმდინარე თვის დასაწყისში დუბაის აეროპორტში 30 რუსულ თვითმფრინავი დაფიქსირდა. დუბაის აეროპორტში პარკირების ღირებულება დღეში, დაახლოებით, 1000 დოლარია.

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მდიდარი რუსი ბიზნესმენებისთვის საკუთარი სიმდიდრის გადასარჩენად ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა გახდა, რადგან ის სანქციებს არ შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g