LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება: თალაკვაძე

75
archil

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „გირჩის“ პარლამენტში მისვლის კომენტირებისას აღნიშნა, რომ პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება.

მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თავის ორიგინალური სტილი, რაც „პარლამენტის ტრადიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“.

„გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა.

მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში.

მე მსურს საზოგადოება და მხარდამჭერები ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ამ წლების განმავლობაში ფუნდამეტური რეფორმების გატარებით შევძელით სწორედ ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია, რაც ეუთო/ოდირმა პირდაპირ დააფიქსირა და მომდევნო არჩევნებსიც იქნება კონკურენცია და ამავე დროს მსურს დავარწმუნო ყველა ჩვენი მხარდამჭერი, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ძალა, რომელსაც ჰყავს კარგი, განახლებული გუნდი და აქვს ხედვა მომვლის განვითარებასთან დაკავშირებით, მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება.

“კეთილი იყოს ჩვენი ფეხი პარლამენტში” – “გირჩის” წევრები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ

“გირჩმა” შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი რურუას შეიწყალებს

გარიგებაში ვერ და არ შევალ, ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა – მელია მიშელის განახლებულ დოკუმენტზე

ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g