„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ციხიდან ეხმაურება და წერს, რომ ის “გარიგებაში არ და ვერ შევა”.
“მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა.
ეს ჩემთვის მიუღებელია! ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა.
ამ გზით მოპოვებული “თავისუფლების” შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“. – აცხადებს ნიკა მელია.
ამავე თემაზე:
რატომ არის 43% და რატომ არ არის 50… 43% რა ბაზარში ვართ?: სააკაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე
“გირჩმა” შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა
„ლელო“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს
„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს
მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – უგულავა