LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ფარული თვალთვალის ახალ წესზე მსჯელობას იწყებს

108

ფარული მოსმენის ტექნიკურად განხორციელების საშუალება, მხოლოდ დამოუკიდებელ ორგანოს ექნება, რომლის შექმნასაც კამპანიაში ”ეს შენ გეხება” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განმარტა, სააგენტოს არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები და ის იქნება უბრალოდ სერვისის მიმწოდებელი ორგანო საგამოძიებო ორგანოებისათვის.

”კონკრეტული ადამიანის სატელეფონო საუბრის შინაარსის მოსმენის საშუალება საგამოძიებო უწყებას მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ექნება. ხოლო დამოუკიდებელი სააგენტო კონკრეტულ აბონენტს განჩინებაში გაწერილი ვადის ფარგლებში მოუსმენს” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

რაც ეხება ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლს, როგორც საია-ს იურისტმა აღნიშნა, ის სააგენტოს საქმიანობაზე ელექტრონულ ზედამხედველობას განახორციელებს.

”თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აღმოაჩენს, რომ კონკეტული აბონენტის ფარულ მოსმენაზე არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინებაში გაწერილი მოსმენის ვადის გასვლის შემდეგავ ხდება მოსმენა, მას შესაძლებლობა ექნება, რომ შეწყვიტოს მოსმენა” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მოსმენებთან დაკავშირებული კანონსპროექტის მიღების ვადა 2017 წლის მარტის ბოლომდეა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტი, პირველი მოსმენით მაინც შეძლებს კანონსპროექტების მიღებას.

კამპანიის ”ეს შენ გეხება” არასამთავრობოების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ორი დეპუტატი, ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე, წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g