LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა“ – რას წერს რომან გოცირიძე ბოიკოტზე

126
Untitled design (1)

„ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოიკოტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც“ და მათი ქმედება „ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა“.

„ბოიკოტისტობა რა ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები.

არიან ნახევრადბოიკოტისტებიც – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?“ დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

სინამდვილეში, ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა – მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით.

პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება?

ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაცივება იცის.

„ნუ ყაყანებ, გადი აქედან“, „ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ“ – ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g