LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი, სასამართლო, ჯარი – სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგი NDI-ის კვლევაში

276
cms-image-000013379

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” NDI-ის კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მეტი დადებითი შეფასება ქართულმა ჯარმა მიიღო. კვლევის მიხედვით საქართველოს ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 44% დადებითად აფასებს, 31% საშუალოდ, ხოლო 9% უარყოფითად.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

რეიტინგის მიხედვით კვლევაში ყველაზე ცუდად საზოგადოებამ პარლამენტის საქმიანობა შეაფასა. კონკრეტულად, პარლამენტის მუშაობა გამოკითხულ რესპოდენტთა 40% მიაჩნია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არის უარყოფითად შესაფასებელი. პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს. კარგად – 8%, საშუალოდ – 27%, ძალიან ცუდად – 17%.

კვლევის შედეგების მიხედვით, ცუდი შეფასებების ჩამონათვალში პარლამენტის შემდეგ მოდის სასამართლოები. კერძოდ კი, გამოკითხულთა 31% სასამართლოს მუშაობას უარყოფით შეფასებას აძლევს. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, 14% სასამართლოს მუშაობას ძალიან ცუდად აფასებს. 29% – საშუალოდ, 9% კარგად და 1% კი – ძალიან კარგად.

არც ქართული პოლიციის საქმიანობა შეფასდა პროცენტულად დადებითად. სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას გამოკითხულთა 15% – ცუდად, 35% – საშუალოდ, 37% – კარგად, 6% – ძალიან კარგად, 4% – ძალიან ცუდად აფასებს.

კალაძე 31%-ს მოსწონს – NDI-ის კვლევაში პრეზიდენტი და მთავრობა მოსახლეობის ნდობით ვერ დაიკვეხნიან

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა აღნიშნული კვლევა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარა და დღეს 15 იანვარს საზოგადოებრივი აზრის შედეგები გამოაქვეყნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g