„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცება იქნება სილის გაწნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
მისივე თქმით, თუ მოსამართლეების დამტკიცება მოხდა, „შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის“.
„ზოგჯერ ხდება, რომ ბოლო მომენტში გაუნათდებათ ხოლმე გონება ან სანქციების შიშით, გადაწყვეტილებებს ცვლიან, თუმცა ფინიშამდე გავიდნენ და ვნახოთ, რა პოზიცია ექნებათ. პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცება იქნება სილის გაწნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ისევე, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის. განხილვებში მონაწილეობა არ მიგვიღია, კენჭისყრაშიც არ მივიღებთ. ეს ადამიანები არიან მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.