LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის პირველ სხდომას პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ესწრება

202
შიო

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პირველ სესიას არ ესწრება საქართველოს პატრიარქი. მის ნაცვლად პარლამენტში ილია მეორეს თანამოსაყდრე, მეუფე შიო იმყოფება.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აქციას მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g