ხვალ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ.
პარლამენტის ინფორმაციით, აპატურაი კომიტეტის სხდომას ფიზიკურად დაესწრება. პარლამენტის ცნობითვე, შეხვედრის ორგანიზატორი თავდაცვის კომიტეტია.
ჯეიმს აპატურაი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.
კომიტეტის სხდომა ხვალ, 10:30 საათზე გაიმართება.