LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ყოფილი წევრის ახალი წამოწყება: “აქ შემიძლია ვიყო ადამიანი და არა ჩიტი გალიაში”

1221
BeFunky-collage (1)

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მარიამ საჯაიმ რუსთავი 2-ის გადაცემაში “დილა უქმეებზე” ახალ წამოწყებაზე ისაუბრა. როგორც მარიამ საჯაია ამბობს, ეკომეგობრული სახლი საკუთარი ხელით მოაწყო და უკვე ორი წელია, ქალაქის დამღლელი რუტინისგან მოშორებით, მუხრანში შეყვარებულთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

“აქ ყველგან ყველაფერი ვიცი, რადგან ჩემი ხელით არის გაკეთებული. მთელი გარემო ეკომეგობრული ცხოვრების წესით არის დაგეგმარებული. სახლი არის ბუნებრივი მასალებით აშენებული, ასევე მეორადი მასალებით.

ვერც ერთი პარლამენტის წევრი ვერ დამარწმუნებს, რომ პარლამენტში ყოფნა ურჩევნია ასეთ სახლში ყოფნას.

ალბათ, შინაგანი სიმშვიდე არის ამოსავალი წერტილი, რაც ყველა ადამიანს გვინდა, არ არის ეს შესაძლებელი ბეტონის ჯუნგლებში, გავლენებისა თუ მატერიალური სიკეთისთვის ბრძოლაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია საკუთარ თავთან შინაგანი სიმშვიდითა და შენი ნამდვილი სურვილების გამოვლენით…

აქ შემიძლია ვიყო ადამიანი და არა ჩიტი გალიაში, ადამიანი ბუნებაში, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვანაირად ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერები”

 

https://www.facebook.com/gmgweekend/videos/vb.1007247989423029/297243524584856/?type=2&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g