საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 1.2 მილიარდი ლარით იზრდება.
ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების ცვლილებების მიხედვით:
◼ რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი,მანამდე არსებული 6%-ის ნაცვლად, 8.5%-მდე იზრდება;
◼ ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს;
◼ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 72.2 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება;
◼ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 266,0 მლნ ლარით იზრდება.
გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი სახელმწიფოს მიერ არსებული ვალების შემცირებას, 507 მლნ. ლარი ki სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება.