LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი 84 ხმით მიიღო

158
კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“

კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აღნიშნული კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესსობამ ერთხმად მიიღო – მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცნობისათვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება, საიდანაც ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, ხოლო 18 მისგან გამომდინარე პროექტია.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი არიან.

მაიკლ როთი – LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს

„ლგბტ პროპაგანდის მხარეს დიდი ფინანსები დგას.. გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა, იყვნენ აჟიტირებული, მართლა პროპაგანდისტები არიან – ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს“ – მდინარაძე არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე

ცნობისათვის, დღევანდელ სხდომას ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა.

„აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება… დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება“ – „ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დააინიცირა

magti 5g