პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 81 -მა დეპუტატმა მიიღო და ყველამ გვენეტაძეს ერთხმად დაუჭირა მხარი.
გვენეტაძემ სებ-ის საბჭოში გიორგი ქადაგიძის ადგილი უნდა დაიკავოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა. ამით საბჭო სრულად დაკომპლექტება.
კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან, Galt and Taggart-ში მრჩევლად მუშაობს, 2002-2015 წლებში კი ის უფროსი ეკონომისტი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.
კობა გვენეტაძეს 2001-2002 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, 2000-2001 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.