LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, სამოხელეო დანაშაულში მხილებულ პირებს ქონებრივი დეკლარაციის შევსება 30 წელი მოუწევთ

109
პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად საჯარო მოხელეებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 85-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის, რაც გამოიხატება კონკრეტულ სამოხელეო თუ ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის 30 წლის მანძილზე აქტიურ დაკვირვებაში.

უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ქონების გამოვლენას, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას და იმ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელიც სახელმწიფოს თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g