პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატსა და ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლევან იოსელიანს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.
„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.