პარლამენტში ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს დღეს, 28 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ. პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მოამზადა.
ამნისტიის პროექტის მიხედვით, სასჯელის გაუქმება ან შემსუბუქება არ ეხებათ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის არც მათ ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
“მზადყოფნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიური კონსულტაციები გავმართოთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებსა და სახელწიფო დაწესებულებებს შორის, რის შედეგადაც გვექნება საშუალება საუკეთესო, დაბალანსებულ ვერსიაზე შევთანხმდეთ.
გათვალისწინებულია არაძალადობრივი კატეგორიის დანაშაულები,”-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
