LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში “გავრილოვის ღამის” ამსახველი კადრები გახარიას დიდი ეკრანიდან აჩვენეს [ვიდეო]

385
8-5d72186def1f6

საქართველოს პარლამენტში გახარიას მთავრობის მოსმენაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” სიმღერა “გახარიას უხარია” ჩართო. კლიპში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები და აქციის დარბევის კადრებია გამოყენებული. კლიპი ენმ-მ მოამზადა.

მინისტრობის კანდიდატების ნაწილი კლიპს ღიმილით უყურებდა.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენებს: 

მინისტრები გახარიასთვის: კაბინეტმა პირველად 20 ივნისის მოვლენები შეაფასა

პოლიცია მოქმედებდა კანონის დაცვით და გახარია არ გადადგება - ეს იყო დღეს, მინისტრების გამოსვლის მთავარი მესიჯი.

სპეცრაზმმა, ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი დაარბია. დარბევისას ასობით ადამიანი დაშავდა და დააკავეს, მათი ნაწილი დღემდე მკურნალობას გადის, ორმა მათგანმა კი დარბევის შედეგად თვალი დაკარგა.

დარბევის შემდეგ, არ წყდება ყოველდღიური მიტინგები პარლამენტთან, მათი სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია – დაკავებული მომიტინგეები გამოუშვეს და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გადაწყვიტეს; დარჩენილია მხოლოდ ერთი – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

 

magti 5g