დეპუტატების ახალი იდეა და ჯილდო მათთვის, ვინც პარლამენტში 25 წელია მუშაობს – უმრავლესობის წევრთა ნაწილი თვლის, რომ უმწიკვლო სამსახურისთვის სპეციალური სამკერდე ნიშნები უნდა დამზადდეს.
უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმად, სამკერდე ნიშანი იმ 25 წლიანი სტაჟს მქონე თანამშრომელს გადაეცემა, რომელსაც მუშაობის პერიოდში უფრო მეტი წახალისება აქვს, ვიდრე დისციპლინური გადაცდომა, გარდა ამისა,
დაჯილდოებისას აუცილებლად გაითვალისწინებენ, სამკერდე ნიშნის გადაცემის დროს დეპუტატის მიმართ რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ხომ არ მოქმედებს.
ის რომ ზარდიაშვილი დღეს "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.
"კარგად მოხვდა" - ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]
ცვლილებების ავტორები ფიქრობენ, რომ
ეს ჯილდო არსებული თანამშრომლების გარდა, სხვებისთვისაც ერთგვარი მოტივაცია იქნება.
“გარდა ამისა, ამგვარი ტრადიციისა და ერთგვარი ინსტიტუციური მეხსიერების დანერგვა პარლამენტის აპარატს სტაბილური განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, – განმარტავენ ავტორები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
ამ დროისთვის საპარლამენტო ჯილდოებს საპარლამენტო ორდენი და პარლამენტის მედალი უკვე არსებობს.
რაც შეეხება ახალ სამკერდე ნიშანს, ამისთვის მომზადებული ცვლილებები ბიუროს სხდომას ხვალ წარედგინება.