LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში უსაფრთხოების დამატებით ზომები ამოქმედდა

53
პარლამენტი

შესაძლო პროვოკაციების პრევენციისა და თანამშრომლების სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზეზით, დღეს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“8 ივნისს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარდგება.

magti 5g