LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „დროა“ გაეროში საქართველოს წარმომადგენლობას მიმართავს

36
დროა

პარტია „დროა“ გაეროში საქართველოს წარმომადგენლობას მიმართავს.როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი იმედოვნებენ, რომ დღეს, ჩვენი წარმომადგენლობა გაეროში ქართველი ხალხის სახელით და მისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

„დღეს საღამოს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც რუსეთს დააკისრებს პასუხისმგებლობას უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის.

გაეროში უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ, მოუწოდა გაეროს ყველა წევრ ქვეყანას, იყვნენ რეზოლუციის თანასპონსორები.

როდესაც დღეს საქართველოს წარმომადგენლობა მონაწილეობას მიიღებს ამ კენჭისყრაში და გადაწყვეტს, ვიყოთ თუ არა რეზოლუციის თანასპონსორები, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინა იყო გაეროს ყველა რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც ეხებოდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი სამარცხვინო განცხადების შემდეგ, ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა დგას ისტორიის სწორ მხარეს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა გაეროში იმოქმედებს ქართველი ხალხის სახელით და მისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები