LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტში კანონპროექტს – „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ

176
ბექა ლილუაშვილი, თეონა აქუბარდია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს – „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას.

კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ ოცნებას კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული ოცნება, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია. ჩვენ არავითარი პრობლემა გამჭვირვალობასთან არ გვაქვს, ერთადერთი ვისაც გამჭვირვალობა

პრობლემას უქმნის, ეს არის თავად ხელისუფლება. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული ოცნება მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს. ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია, და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას!

მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, ოცნება იცავს მის კანონს, სინამდვილეში არა თუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.

არამედ, ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად, ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს. მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რასაც ამ კანონს საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული! ამიტომ „არა, არ არის რუსულის“ ძახილის ნაცვლად, თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის

გარანტორ ქვეყნებს შორის – ტოლობის ნიშანს არ სვამთ. ჯარიმებით კი არა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დასაჯეთ რუსეთის გავლენის აგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე!“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

magti 5g