„ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას წყვეტს.
ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩემი და პარტიის პოზიციები არ არის ერთმანეთისგან განსხვავებული. პარტიაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, ინდივიდუალურადაც ყველას ეს განწყობა გვაქვს. ჩვენ საერთო მსჯელობის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
ურთიერთობით ჩვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებთანაც გვაქვს ურთიერთობა. ურთიერთობას არავინ შეწყვეტს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რაც შეეხება თანამშრომლობას და სტრატეგიულად საერთო მოქმედებებს, ჩვენ ამის რესურსს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ პირობებში ვეღარ ვხედავთ.
„ლელო“ არის მომავალზე ორიენტირებული პარტია. ჩვენი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, არის მარტივ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. ის უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ისწავლის გაკვეთილებს,“ – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.