LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოსა და მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

183
image-2021-09-01-195342

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ, თბილისის საკრებულოსა და მაჟორიტარობის  პარტიული სია წარადგინა.

თბილისის მერობის კანდიდატურაზე კი, საკუთარი თავი დაასახელა.

“მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ” – გახარია განმარტავს რატომ დააყენა საკუთარი კანდიდატურა

პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს კანდიდატთა საარჩევნო სია:

  • ლევან დოლიძე
  • ზაზა თავაძე
  • სალომე კობალაძე
  • გიორგი შარაშიძე
  • დავით ფარცვანია
  • თამარ-ტატა ხვედელიანი
  • ეკატერინე ვეფხვაძე
  • მალხაზ მჭედლიშვილი
  • საბა ჯიქიძე
  • გიორგი სოსელია
  • თიკო თვალაძე
  • გიორგი კიკნაველიძე
  • ზაურ რეხვიაშვილი
  • ქეთევან ბაკარაძე
  • ვატო ფაჩულია

პარტია “საქართველოსთვის”მაჟორიტარობის კანდდატთა საარჩევნო სია:

  • კახა ქემოკლიძე – სამგორი
  • დავით გოგიძე- ისანი
  • ვატო გვაზავა- მთაწმინდა
  • მერაბ მაჭავარიანი- ვაკე
  • რუსუდან თევზაძე- ჩუღურეთი
  • გიორგი ქაჯაია- დიდუბე
  • მიხეილ ნაბიჯაშვილი- საბურთალო
  • გალაქტიონ ღუდუშაური- ნაძალადევი
  • ნათია მეზვრიშვილი- გლდანი

საქართველოს რეგიონებში მერობის კანდიდატები:

  • რუსთავი — ბექა ლილუაშვილი, ეკონომისტი;
  • ბათუმი — ირაკლი მიქელაძე;
  • ოზურგეთი — გია ცეცხლაძე, სახელმწიფო მოხელე ბოლო 20 წლის განმავლობაში;
  • ლანჩხუთი — ელგუჯა კალანდარიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მოხელე;
  • ჩოხატაური — პაატა ბერიშვილი, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ქუთაისი — გიორგი გოგუაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  • ხარაგაული — ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი, პოლკოვნიკი;
  • ზესტაფონი — ლაშა ცხადაძე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
  • ბაღდათი — ლადო ვარძიელი, იურისტი, შრომის უსაფრთხოების ექსპერტი, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • ჭიათურა — უსუპ (უტა) ბიწაძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი;
  • ტყიბული — სანდრო სახვაძე, იურისტი, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • წყალტუბო — რუსუდან სილაგაძე, ტურიზმის სფეროს ექსპერტი;
  • თელავი — გიგა ორკოდაშვილი, იურისტი, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • ყვარელი — გიორგი გიგილოშვილი, ექიმი;
  • მცხეთა — ანა ბუჩუკური, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი;
  • თიანეთი —— თამაზ იარაჯული, თიანეთის მერის ყოფილი პირველი მოადგილე;
  • დუშეთი — თენგიზ ჟამუტაშვილი, ძირძველი დუშელი;
  • ყაზბეგი — გიორგი გომიაშვილი, მუშაობდა ტურისტულ სექტორში;
  • ამბროლაური — ფარნაოზ ბაკურაძე, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ონი — იმედა მეშვილდიშვილი, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ცაგერი — ბესარიონ ბენდელიანი, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • ლენტეხი — ჯამლატ გვიდიანი, ადვოკატი;
  • ზუგდიდი — გეგა შენგელია, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • აბაშა — ავთანდილ ბოკუჩავა, ეკონომისტი, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • სენაკი — გიორგი სიჭინავა, სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი;
  • მარტვილი — ლაშა ლეკიშვილი, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • ხობი — ბადრი ჯობავა, ყოფილი საჯარო მოხელე;
  • წალენჯიხა — ხვიჩა მებონია, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ჩხოროწყუ — შენგელი ჯიქია, კავკასიის უნივერსიტეტში იკავებდა მმართველ პოზიციებს;
  • ფოთი — გიორგი აბსარიძე, ფინანსისტი;
  • მესტია — მალხაზ უდესიანი, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ახალციხე — გიორგი არველაძე, იურისტი;
  • გორი — კონსტანტინე ანანიაშვილი, “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ყოფილი პოლიციელი;
  • ქარელი — ვახტანგ გოგიჩაიშვილი, ახალგაზრდა მეწარმე;
  • კასპი — გიორგი ბესტავაშვილი,  მიღებული აქვს სამოქალაქო და სამხედრო განათლება;
  • ხაშური — ზვიად ტეფნაძე, იურისტი;

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით.

„ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად. მინდა, თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მივმართო, სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე. სიმართლეა, რომ სახელმწიფო, რომელიც მართულია „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებით, ძალადობის საქართველოს მოქალაქეებზე, იმის გამო, რომ მათ გამოხატეს თავისი პოლიტიკური აზრი. მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან”,- თქვა გახარიამ.

magti 5g