LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი თავისუფალია

126
2025-02-11_00-54-05_713708

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი თავისუფალია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, ვიკა ბუკია ავრცელებს.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ლევანი კარგადაა, ახლა ვესაუბრე, ისევ რუსთაველზე მიდის. მადლობა მხარდაჭერისთვის, მერიდება კიდეც ლევანზე საუბარი, ამდენი უსამართლოდ დაკავებული პატარა ბიჭების და მოშიმშილეების ფონზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვერაფერს ივანიშვილი ვერ გახდება.

დღევანდელი დღე იყო მაინც ძალიან ლამაზი: რუსთაველზე მივედი და ჩემი თვალით ვნახე ხალხმა როგორ გაყარა თვითმარქვია პოლიცია. ასე გავდევნით რეჟიმს ამ ქვეყნიდან“, – წერს გოგიჩაიშვილის მეუღლე.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციამ 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი პროტესტის 75-ე დღესაც გადაკეტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g