LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით 10 ადამიანი აუდიტის სამსახურშია დაბარებული

92

წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის გადარიცხულ შემოწირულობებთან დაკავშირებით 10 ადამიანი აუდიტის სამსახურშია დაბარებული. უწყებაში კონკრეტულ პარტიებსა და შემომწირველებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბარია შემოწირულობებით ლიდერ რამდენიმე პარტიაზე, რომლებსაც სულ 10-მა ადამიანმა ჯამში 78 000 ლარი შესწირა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხები საეჭვოდ მიიჩნიეს შემომწირველთა შემოსავლებიდან გამომდინარე.

საკითხზე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე მონიტორინგის მონაცემები წარმოადგინეს. მათ შორის საუბარი შეეხო პარტიების შემოწირულებების, დეკლარაციების წარდგენის, წინასაარჩევნო ხარჯებისა და რეკლამირების დაფინანსების საკითხებს.

კომისიის საქმიანობაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს. სამუშაო შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები