LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანია: ბოკერია

40
გიგა ბოკერია

„პოლიტიკური პარტიებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა და ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას არაფერს არ მოუტანს.

„უკვე მრავალი კვირაა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსიის საკითხია, ე.წ. მიშელის შეთანხმება. ვინ უერთდება, ვინ არ უერთდება, ვინ წყვეტს ბოიკოტს, ვინ შედის პარლამენტში.

„ევროპულ საქართველოს“ ჩვენი, მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს, საზოგადოებისთვის ცნობილია. გუშინ, ყველაზე მსხვილმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა!“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ახლა ეს დისკუსია უნდა დასრულდეს, რადგან ყველას პოზიცია ცნობილია. როგორც „ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარემ თქვა, ახლა, ყველა ვისაც მართლა აქვს რეალური სურვილი  – იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გადაერთოს.

„იმ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია. ამას კონსულტაციები სჭირდება!

იმ ხალხს ვისაც პოლიტიკა აქტიურად აინტერესებს, საპროტესტო ამომრჩეველს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კრიტიკული უმრავლესობაა, მინდა მოვუწოდო, პოლიტიკური პარტიები ხშირად კრიტიკას იმსახურებენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამასთან ერთად უიმედობის ქადაგება არაა იმ შედეგის მომტანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“ – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g