LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიულ შეკრებაზე გადავწყვეტთ, დავუჭერთ თუ არა მხარს მეორე ტურში რომელიმე კანდიდატს – კახა კუკავა

66

„თავისუფალი საქართველო“  კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში.როგორც პარტიის  პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ განაცხადა, მის სიმპათიას არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იწვევს და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, თუმცა გადაწყვეტილებას მხარდაჭერაზე ერთპიროვნულად არ მიიღებს.

„უახლოეს დღეებში გვექნება პარტიული შეკრება, სადაც ამ საკითხს პარტნიორ პარტიებთან ერთად განიხილავთ. ჩემი პირადი განწყობაა, რომ არც ერთი კანდიდატის მიმართ სიმპათია არ გამაჩნია, თუმცა მარტო არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. შევიკრიბებით 3-4 დღეში ერთად და გადავწყვეტთ. ჩვენი მთავარი გეგმა არ არის მეორე ტური, ჩვენი გეგმა არის, საქართველოში ჩამოვაყალიბოთ მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს თანამედროვე პოლიტიკური ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა კუკავამ.

შეგახსენებთ, ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

შედეგები კი ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%

გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%

დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%

შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%

ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%

დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები