უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ესაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერზე” წერს, რომ ბორის ჯონსონს რუსეთის უახლეს დანაშაულებზე მიაწოდა ინფორმაცია.
რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები
“კოორდინირებული მოქმედებები ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან. მოვახსენე უკრაინის თავდაცვის კურსზე და რუსეთის უახლოეს დანაშაულებებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ მადლობელი ვართ აგრესიასთან ბრძოლაში ბრიტანეთის მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. პარტნიორებთან ერთად ვიცავთ უკრაინას!”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
Coordinated actions with ?? Prime Minister @BorisJohnson. Reported on the course of ?? defense and the latest crimes of Russia against the civilian population. We are grateful for ?? continued significant assistance in combating aggression. Together with partners we defend ??!
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 2, 2022
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
