LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასიური მოწევა კიბოს განვითარების მომატებულ რისკებს შეიცავს – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

394
smoke-risk-news32354

„მესამე ხელით მოწევა“ ანუ პასიური მოწევა როგორ ამას საზოგადოებაში უწოდებენ, კიდევ უფრო საგანგაშო ხდება. ესაა შემთხვევა, როდესაც თამბაქო ტოვებს კვამლის ნარჩენს ტანსაცმელზე, ჩანთაზე და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციით ცნობილი ხდება, რომ პასიური მოწევა იწევვს კიბოს განვითარების მომატებულ რისკს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გამაფრთხილებელ ქარდს უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შენიშვნა სწორი და დროულია. ნაწილი თამბაქოს მომხმარებელთა უფლებებზე საუბრობს. მაგალითად წერენ, რომ იგივე პარკინსონის სინდრომის განვითარების რისკი 3-ჯერ ნაკლებია მწეველებში, ვიდრე არამწეველებში. არიან მომხმარებლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კვლევა უფრო მასშტაბური და ინფორმაცია უფრო დეტალური უნდა იყოს. მწეველთა აზრით კი, მესამე ხელით მოწევის სინდრომი და მასთან დაკავშირებული რისკები უტრირებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g