LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასკა უნდა იყოს ისეთი არომატით, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს“- კონდიტერი ბექა ბერიძე

525
ოკუპირებული აფხაზეთი (3)

კონდიტერი ბექა ბერიძე სოციალურ ქსელში სააღდგომო პასკაზე წერს. მისი აზრით, პასკა თითოეული ოჯახისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და მოგონებებთან არის დაკავშირებული.

`ალბათ რამდენი ოჯახიცაა, იმდენი პასკის გემო არსებობს…

ყველას თავისებური სურნელი, ტექსტურა და გემო ახსოვს, რომელიც ყველაზე მეტად უღვიძებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ემოციებს.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ პასკა უნდა იყოს ისეთი არომატით, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს იმ უბრალო, თბილ და ძალიან ნაცნობ შეგრძნებებში.

როგორც პროფესიონალი კონდიტერი, ჩემთვის კარგი პასკა ნიშნავს ნოტიო სტრუქტურასა და მკაფიო გემოს ბალანსს, სადაც სანელებლები იმდენად სწორადაა შერჩეული და დოზირებული, რომ ერთმანეთს კი არ ფარავენ, არამედ გემოს უკეთ გამოხატვაში ეხმარებიან“, – წერს კონდიტერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g