LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასპორტი, რომელიც მომპარეს, პოროშენკოს კაბინეტშია – მიხეილ სააკაშვილი

92

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მოპარული პასპორტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, კაბინეტშია.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სანდო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ პასპორტი, რომელიც მომპარეს, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, კაბინეტშია, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოს მისი პასპორტი უკრაინაში მისი დაბრუნების მეორე დღეს მიუტანეს კაბინეტში.

მე ახლა სხვა საბუთები არ მაქვს, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g