დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდია, რომელიც 5 თვეა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ამტკიცებს, რომ მისი დაკავება საზოგადოების გავლენისა და პოლიტიკური ფიგურების ინტერესების შედეგია.
კიდევ ბევრს დაიჭერენ: ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილია?
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტთან “ინტერპრესნიუსის” ინტერვიუს, ზაზა სარალიძე ეხმაურება.
“ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულ დავით სარალიძესთან!!!
პირველ რიგში მინდა გკითხოთ,როგორ გრძნობთ თავს?
დათო—- ……..
ჯანმრთელობა როგორ გაქვთ???
დათო—-…….”
როგორ შეიცვალა თქვენი არსებობა თქვენი მკვლელობის შემდეგ???
დათო——……
თქვენი მკვლელობის შემდეგ ხომ არ ყოფილა რაიმე ზეწოლა თქვენი სახელის მიმართ???
დათო——…….
რა გაქვთ ახლა სათქმელი საზოგადოებისთვის??????
დათო——-……..
რა იყო თვენი ოცნება თქვენს მკვლელობამდე?????
დათო——…….
ვინ გენატრებათ და ვის ენატრებით????
დათო——………………….
კიდევ ბევრი კითხვა დაისვა მოკლულ დავით სარალიძესთან,მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ!
მოგვიანებით შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოკლული დავით სარალიძის დედასთან და მამასთან”- წერს სარალიძე
შეგახსენებთ, “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა მიხეილ კალანდიას ინტერვიუ, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.
“საქმე არის შეთითხნილი, მეპატიჟებიან მიშას დროს გაკეთებულ ოთახებში” – მიხეილ კალანდიას ადვოკატი