LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ: ვარლამ გოლეთიანი ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე

237
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კომპანია ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მათ „მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაზე მოაწერეს ხელი.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერცერთ შემთხვევაში გაექცევა.

ნამახვანჰესის პროექტის გაჩერება მთავრობის დამსახურებაა…„თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან აგებს პასუხს“: ლევან ალაფიშვილი ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე

„პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, იმ ნაწილშიც ახლა, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ. რატომ მოეწერა ხელი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებას, ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც ხელი მოაწერა. პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა და მთელ რიგ ჩინოვნიკებზე, ვისი ხელმოწერებიც ამ დოკუმენტში არის ასახული.

ახლა, რაც არ უნდა სხვა მისამართით გადაიტანონ ვექტორები, ეს ვიქნებით ჩვენ, თუ საზოგადოების რომელიმე სხვა ჯგუფი, ამას მათ არავინ გაუტარებს. უბრალოდ, ახლა, ვერ შეძლებენ იმას, რომ ასე შემოაბრუნონ საკითხი, თითქოს ჩვენ ვებრძვით ქვეყნის განვითარებას და ა.შ. როგორც ეს, თავიდან იყო მათი ნარატივი. მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, ვინც ჩართული იყავით და ხართ ჩართული ამ პროცესში. ბრძოლა არ მთავრდება, ვიდრე ამ პროცესის საბოლოო გაჯანსაღებას არ მივაღწევთ. თუმცა, ნამდვილად მოსალოცია ის საკითხი, რომ კომპანია „ენკამ“ ხელშეკრულების გაწყვეტას და გასვლას აპირებს. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ ფორმალურად ეს ყველაფერი ქაღალდზე არ არის გაფორმებული, ასევე ნებართვები არ არის გაუქმებული, რაც სამინისტროს უნებართვოდ აქვს გაცემული, მიწის საკითხი ჯერ არ არის გარკვეული, სად წავა მიწა, დაგვიბრუნდება თუ არა და როგორ იქნება. ამიტომ, ამ ნაწილში ბრძოლა გრძელდება და ყველა ამ დეტალს უნდა დავაკვირდეთ, გავატაროთ კრიტიკის ქარ-ცეცხლში“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g