ქალაქ უესტ–ჯორდანში, იუტას შტატში 4 და 9 წლის გოგონებმა მშობლებს Chevrolet Malibu–ს სედანი მოპარეს, რათა ოკეანე და დელფინები მოენახულებინათ.
უჩვეულო საგზაო შემთხვევა ამერიკაში ღამის 3 საათზე მოხდა. სედანი Chevrolet Malibu Volvo–ს სატვირთოს დაეჯახა.
სატვირთოს მძღოლმა პოლიცია გამოიძახა და ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომობილის საჭესთან 9 წლის გოგონა აღმოაჩინეს, მის გვერდით კი მისი 4 წლის დაიკო იჯდა.
საბედნიეროდ, ავარიის შედეგად არც ერთი არ დაზიანებულა, გოგონები უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა. სატვირთოს დაჯახებამდე დებმა კიდევ ერთი ავტომობილის დაზიანება მოასწრეს, ასე რომ მათი სედანი სერიოზულად დაიმტვრა.
არადა ისინი დაელოდნენ თუ როდის დაიძინებდნენ მშობლები, რათა ოკეანისკენ წასულიყვნენ და დელფინებთან ერთად გაეცურათ.