LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ლილიბეთი დიდ ლილიბეთს შეხვდა – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დედოფალს ქალიშვილი გააცნეს

2397
queenn

ბუკინგემის სასახლეში გამართული გრანდიოზული წვეულების შემდეგ, როცა ბრიტანეთმა დედოფლის 96 წლის იუბილე აღნიშნა, დღესასწაულმა დახურულ გარემოში გადაინაცვლა. პირველად ორწლიანი პაუზის შემდეგ სამეფო ოჯახში დაბრუნდნენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. მათი ფოტოები ინტერნეტში გვიან ღამით გავრცელდა, ისინი ბუკინგემის სასახლის აივანზე არ გამოჩენილან.

სამაგიეროდ პაპარაცებმა დააფიქსირეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში დაგეგმილი ვახშმის წინ, როცა ისინი სწორედ დედოფალთან შესახვედრად მიემართებოდნენ. მედია წერს, რომ სწორედ აქ შედგა პატარა პრინცი არჩისა და მისი უმცროსი დის, ლილიბეთის შეხვედრა დიდი ბებიასთან.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 6 თვის ქალიშვილის პირველი ფოტო – ლილიბეთ დაიანა დედის ასლია

პატარა ლილიბეთი – პრინცესა შარლოტა დიდი ბებიის, დედოფალ ელისაბედის ასლია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები