ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჩამოქვეითდა. ბრიტანული The Sunday Times-ის შეფასებით, ბოლო ერთ წელიწადში მისი ქონება არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ადგილი რეიტინგში და გუდავაძემ 63-დან 66-ე ადგილზე გადაინაცვლა. ინფორმაციას The Sunday Times-ზე დაყრდნობით FORBES.GE ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ქონება 2.65 მილიარდი გირვანქა სტერლინგია.
შეგახსენებთ, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლიდან, ინა გუდავაძეს საქართველოსა და საზღვარგარეთ ქონების დაბრუნებისთვის არაერთი სასამართლო პროცესი დასჭირდა. კონკრეტულად რა აქტივებს ფლობს დღეს ინა გუდავაძე უცნობია.