LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა

972
shutterstock_492594364

ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული ახალი სტატისტიკის თანახმად, რომელიც ევროპის ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხება, პატიმართა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა.

პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 ათას მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით, მესამე პოზიციაზე კი აზერბაიჯანი 235 პატიმრით.

მომდევნო ადგილებს იკავებენ: აზერბაიჯანი (235), მოლდოვა (215,2), ჩეხეთის რესპუბლიკა (208,8), პოლონეთი (194,4) და ესტონეთი (191,4)

პატიმართა რიცხვი გაიზარდა სან მარინოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, პორტუგალიაში, სერბეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

ამასთან, საქართველო იმ ქვეყნების პირველ ხუთეულშია, სადაც პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა: ისლანდია (0), შვედეთი (7), ფინეთი (7,1), საქართველო (10,6) და ჩეხეთის რესპუბლიკა (10,8). პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო ეროპული მაჩვენებელი 26,3-ია.

როგორც ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, 2016 და 2018 წლებში ევროპაში პატიმრების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ათას მოსახლეზე უკვე საშუალოდ 102.5 პატიმარი მოდის.

ყველაზე ცოტა პატიმარია ისლანდიაში (46,8 ყოველ 100 ათას მოსახლეზე), ფინეთში (51,1), ნიდერლანდებში (54,4), შვედეთში (56,5), დანიაში (63,2), სლოვენიასა (61,1) და ნორვეგიაში (65,4).

ევროპის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ახალი სტატისტიკა 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს ასახავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g