სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ, რის შემდეგაც საშობაო მსახურება დაიწყება.
როგორც პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება.
„მისი უწმინდესობა 23:00 საათზე მიბრძანდება სამებაში, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე და დაიწყება საშობაო მსახურება,“ – აღნიშნა მეუფე შიომ.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება.